ადვოკატს, გიორგი მამალაძესთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ

გიორგი მამალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრის საშუალებას მას უკვე რამდენიმე თვეა არ აძლევენ და მიზეზი ყოველთვის ერთია – შეხვედრის ადგილის არ არსებობდა. გიორგი ფანცულაია ეჭვობს, რომ მსგავსი ქმედება უშუალოდ დეკანოზთან მიმართებით არსებობს.

ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყებაში ადასტურებენ, რომ ფანცულაია წინა დღით მართლაც იმყოფებოდა დეკანოზთან შესახვედრად, თუმცა განმარტავენ, რომ​ პაემნისთვის განკუთვნილი ოთახი დაკავებული იყო და ადვოკატს გიორგი მამალაძესთან შეხვედრა ერთ საათში შესთავაზეს, რაზეც თავად უფლებადამცველებმა თქვა უარი და ტერიტორია დატოვა.   

მსგავსი თემები