“ნინოწმინდის პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს” – ომბუდსმენი

ნინოწმინდის პანსიონში გამოვლენილი არაერთი დარღვევის გამო დაწესებულებას სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს – ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ არ შეშვებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქმედებით სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება.

ომბუდსმენი კვლავ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

მსგავსი თემები