„ქურდებს სიცოცხლე“ – წარწერის გამო სკოლაში საგანგებო შეკრება გამართა

51-ე საჯარო სკოლა ამჯერადაც სკანდალში ეხვევა. საუბარია საკლასო ოთახის დაფაზე წარწერაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში სტუმრად მისული მანდატურის სამსახურის უფროსს დაახვედრეს

“ქურდებს სიცოცხლე – жизнь ворам” – რუსულ ენაზე გაკეთებული ეს წარწერა  სწორედ იმ საკლასო ოთახის დაფაზე ეწერა, სადაც მანდატურის უფროსი შეიყვანეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა, სკოლის ადმინისტრაციის ან განათლების სამინისტროს მხრიდან, მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთებულა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით, დღის ბოლოს, სკოლის ადმინისტრაციაში საგანგებო შეხვედრა შედგა. უცნობია, ვინ ესწრებოდა შეხვედრას და რა გადაწყვეტილება მიიღეს.  

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის სკოლაა, სადაც დაწყებულ კონფლიქტს დავით სარალიძის სიცოცხლე შეეწირა.   

მსგავსი თემები