„სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოქროს შუალედის მოძებნა შეძლო.

„როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს, მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით  სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია  მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებაც“ – განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, კონტროლი რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამკაცრდეს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 2 საათით გახანგრძლივდა და 23:00 საათიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები