დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,   დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები)  მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.

მსგავსი თემები