თუ ისრაელი და პალესტინა ცეცხლს შეწყვეტს, აშშ-ს დახმარებას მიიღებენ

თუ ისრაელი და პალესტინა საომარ მოქმედებებზე უარს იტყვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მათ დახმარება გაუწიოს. როგორც აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდი აცხადებს, აშშ დიპლომატიური არხებით ინტენსიურად არის ჩართული, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს.

გაეროში აშშ-ს ელჩი შეშფოთებულია არაბებსა და ებრაელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებული დაპირისპირებების გამო და აცხადებს, რომ უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება ყველა ეროვნებას თანაბრად აქვს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანების მსხვერპლი კატასტროფული იყო. სამწუხაროდ, ეს რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება დღევანდელი სესიის ბოლოს. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება დაუშვებელია“ – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების სხდომაც გაიმართა, თუმცა, მხარეების ვერ შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები