„ვის ჩავბარდე ეს ბოროტმოქმედი კაცი ეგებ თქვენ იცოდეთ… მილიონებს ეხება საქმე“ – გიორგი სიგუა

 „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე  გიორგი სიგუა გენერალურ პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების შესახებ სერიოზული კორუფციული მასალები უჭირავს ხელთ.

“ეგება მომაქციოთ ყურადღება საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დავიჯერო ყოველდღე მოგმართავენ ასეთი საქმეებით? მზად ვარ მოგაწოდოთ აღიარებითი ჩვენება და მტკიცებულებები ჩემი და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირ(ებ) – ის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

სატენდერო მასალები, კონტრაქტები, მიმოწერები, საბანკო ამონაწერები, მოწმეები, სახელები და გვარები მოქმედი (და მაშინდელი) პრემიერ მინისტრის უახლოესი ნათესავების და ახლობლების კომპანიების მიერ არაკანონიერი გზით ტენდერებში გამარჯვების შესახებ.

მილიონებს ეხება საქმე. რამე წვრილმანობა არ გეგონოთ. ჩვეულებრივი ქურდობა და ძარცვა ბიუჯეტის. გელოდებით. მსინავენ. ცხელ ხაზზე ვრეკავ და საერთოდ მიკიდებენ ყურმილს.

იგივე ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia – ის ანტიკორუფციულში. ვის ჩავბარდე ეს ბოროტმოქმედი კაცი ეგებ თქვენ იცოდეთ ? – აცხადებს გიორგი სიგუა.

მსგავსი თემები