“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
ის ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
ირაკლი კობახიძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.