„ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. როგორც მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო გზა მოსახლეობის ვაქცინაციაა.

„ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს, პირიქით, ბოლო კვირების განმავლობაში თუ 3 კვირის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. შესაბამისად, ერთადერთი უალტერნატივო გზა არის ვაქცინაცია და ამისთვის ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვერ ვთავაზობთ მოსახლეობას, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ეფექტურ ანტივირუსულ საშუალებას. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არ არის მკურნალობა, არ არის ანტივირუსული თერაპია, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები