26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქალბატონმაც დაასახელა, რომ არსებობდა მეორე პირი საქმეში, თუნდაც იმ ოთახში, საიდანაც მოხდა გოგონას გადმოგდება. ჯერჯერობით გამოძიება რა კუთხით წარიმართება, არ ვიცით, ეს ყველაფერი გამოძიებამ არ გააჟღერა. ეს ქალი თვითნებურად არ გადმოვარდნილა, ვფიქრობთ, რომ ეს იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული“, – აცხადებს „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.

„გასული ღამე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამოცნობაზე ვიყავი და დავადასტურე, რომ ის ნამდვილად ჩემი შვილია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს. 9 საათი მიმდინარეობდა გამოძიება. გამაცნეს ჩანაწერი, რომელიც თქვენთვისაც ცნობილია. მთავარი არგუმენტი, რომ ის მოკლეს, ეს ჩანაწერია. ბრალდებულის გვარები არა, მაგრამ სახელები ვიცი, ერთი ბესოა, მეორე – თეა. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ვუთხარი, რომ სტუმრად უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში, მას ჩემთან პრობლემებზე არ უსაუბრია“, – თქვა გარდაცვლილის დედამ აისუ აიპტაევამ.

მსგავსი თემები