„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.

„საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს მიერ 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.

მსგავსი თემები