ვასაძე და კეკუტია ერთმანეთს ზუგდიდში შეხვდნენ

ლევან ვასაძე ზუგდიდში თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს. ეს მეორე ქალაქია, სადაც ვასაძე მას შემდეგ ჩავიდა, რაც პოლიტიკური ორგანიზაცია – “ერთობა, რაობა, იმედი” –  დაარა და პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა.

“თითოეულ ასეთ ჩასვლაზე გვაქვს ორმაგი ამოცანა – პირველი, ჩვენ ვეკითხებით რა სტკივა ქალაქს და რა პრობლემები აქვს, რა გამოსავალს ხედავენ და მეორე, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენეულ შეხედულებებს რა ხდება ქვეყანაში. გუნდის წარვადგენთ ამ დღეებში. 16-ში ყველას გელოდებით ალექსანდრეს ბაღში, იქ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. თვითმმართველობაში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამას ცოტა მოგვიანებით გადავწყვეტთ იმიტომ რომ მიგვაჩნია ეს მეორად თემად, ტექნოკრატიულ თემად ძირითად თემასთან, რისთვისაც მოვედით პოლიტიკაში,“ – ამბობს ლევან ვასაძე. 

შეხვედრაზე იმყოფება  რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტიაც. ბიზნესმენი გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ლევან ვასაძე მისი მეგობარია. კეკუტიას მტკიცებით, ის ზუგდიდში ახლობელთან იმყოფება. 

მსგავსი თემები