„დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა“ – ლიკა მულაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თავშეყრის ადგილას, თუ მოხდა გავრცელება თითქმის იქ მყოფი ყველა ადამიანი ინფიცირდება, არიან მთლიანად დაინფიცირებული ოჯახებიც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – მცხეთის „კოვიდ კლინიკის“ – „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით გაიზარდა ინფიცირება ახალგაზრდებში:

„დაავადება ერთდროულად უდასტურდება ერთად მყოფ, 30 -40 პაციენტს და ვფიქრობთ ეს ბრიტანული შტამია, ჩვენთან ბავშვების მიღება არ ხდება, თუმცა , როგორც მაქვს ინფორმაცია ბავშვებშიც მაღალია ბავშვებშიც გავრცელება, გაიზარდა საშუალო ასაკიდან პაციენტების მძიმე მიმდინარეობა, 40 წლიდან დაახლოებით, რაც ძალიან მაშფოთებს.

რაც უფრო მეტია დადასტურებული შემთხვევა ლეტალობის გაზრდაც მით უფრო მოსალოდნელია, მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შემთხვევების მატება გვექნება და ეს იქნება სააღდგომო დღეების გამოძახლი, რაც გამოიწვევს დიდი კლასტერების გაჩენას, ეს თავის შედეგს გამოავლენს,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავრში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები