“სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რაც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება, ასეთი მოლოდინი გვაქვს” – თამარ გაბუნია

სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს”,-აცხადებს გაბუნია.

მსგავსი თემები