ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია – ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქჯგუფში “დიდი დიღომი” გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული. 

ამასთან, გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა – ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსიდან ქარის გამო საგნები ცვივა.

მსგავსი თემები