„მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, მან უნდა დაიკავოს ადგილი პარლამენტში“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ნიკანორ მელიას გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როგორც კუჭავა განმარტავს, მელიამ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ადგილი უნდა გაუკავოს.

„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება. ევროკავშირის სურვილი და შარლ მიშელის დოკუმენტი და ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის,  მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი“ – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, მელიას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არც მიუღია.

„ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე“ – აცხადებს კუჭავა.

მსგავსი თემები