„კოვიდ 19“-ის მძიმე ფორმით ინფიცირებულია 909 ადამიანი

საქართველოში, კორონავირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 623-ია. აქედან: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 514, აჭარაში – 499, იმერეთში – 461.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში – 479, აჭარაში – 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 8, იმერეთში – 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 – თბილისში, 348 – აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 7.

მსგავსი თემები