ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაშია. ენტონი ბლინკენი კიევში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, მათ შორის პრეზიდენტს.

განხილვის თემა უკრაინის აღმოსავლეთით რამდენიმე თვიანი დაძაბულობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება.

“კიევში იმ მიზნით ჩამოვფრინდი, რომ უკრაინასა და აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობები განვამტკიცო. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ განგრძობადი რუსული აგრესია განვიხილოთ და ხაზი გავუსვათ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას. ასევე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად რეფორმებზე ვფოკუსირდეთ,” – წერს ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე”.

პარალელურად აქტიურობს მოსკოვი. სერგეი ლავროვს დღესვე სომხეთში ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელისუფლების წევრებს შეხვდება, ამ შემთხვევაში განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი გეოპოლიტიკური მოცემულობა და მოახლოებული რიგგარეშე არჩევნებია.

მსგავსი თემები