“საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, წელს მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება.

“ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, სააკაშვილმა შეკითხვას შეიძლება თუ არა, მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს უპასუხა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული და მას ხალხისგან “გასაგიჟებელი” მხარდაჭერა აქვს. 

“კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვას, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები