9 აპრილისადმი მიძღვნილი, ჰიმნადქცეული სიმღერა ახლებურად აჟღერდება

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, ახლებურ ვერსიას შეასრულებენ.  

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ, ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ორიგინალურ ვერსიაში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები. 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ დღეები შექმნილი სიმღერა თავისუფლების ჰიმნად იქცა და ქართველმა მსმენელმა მაშინვე შეიყვარა. 

სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა 9 აპრილს, თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში შედგება.  

სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებენ: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურწცკაია და ლადო ჯანელიძე.

მსგავსი თემები