“9 დღის ახალშობილის დედას კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდგინდა” – ლევან რატიანი

ვირუსის სიმპტომებით მარნეულიდან გადმოყვანილი 9 დღის ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ახალშობილის დედას COVID 19-ის ინფექცია, ჯერ ჯერობით, არ დაუდგინდა.

“რაც შეეხება ახალშობილს, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა ისევ რჩება კრიტიკული. ამ მხრივ, პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადება შეიძლება გართულდეს ნებისმიერ დროს. რაც შეეხება დედას, მისი ინფიცირება დადასტურებული, ჯერჯერობით, არ არის,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები