„ვფიქრობ მაისის პირველ ნახევარში გვექნება პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

“პოსტკოვიდური გართულებები, სრულ სინქრონშია კორონავირუსის მატებასთან, 68 პაციენტია იაშვილის კლინიკაში გატარებული პოსტკოვიდური გართულებებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორის ვარაუდით მაისი დასაწყისში შესაძლოა დაფიქსირდეს პოსტკოვიდური გართულებების მატება:

ახლა ეს შემთხვევები უკვე მომატებულია, მომატებულ შემთხვევებს სამწუხაროდ ველოდებით, 1000 ინფიცირებულში ბავშვების რაოდენობა არის 10%, სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ მაისის პირველ ნახევარში გვექნება პოსტკოვიდური გართულებების მატება, ამიტომ მშობლებს ვთხოვთ 38 გრადუს ტემპერატურაზე მიმართონ ექიმს, ამასთან თუ ამას ახლავს ხველა, მუცლის ტკივილი და გამონაყარი, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს იქნება მულტისისტემური ანთების დასაწყისი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები