„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ“ – ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელი ზურა ჯაფარიძე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ეს „ჩამორეცხვის“ კანონპროექტია.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ოპოზიციამ უნდა გავიაროთ, ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც აზრი აქვს. თუ ერთიანი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, ჩემი აზრით ირღვევა შეთანხმება და არღვევს, რა თქმა უნდა „ქართული ოცნება”. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედება, გადასაწყვეტია“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები