„სახლში მიმავალი დამიჭირეს, იარაღი არ ჩაუდიათ, მითხრეს იარაღი ჯიბეში გიდევსო“ – გიორგი რურუა

პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმროდან გამოსული გიორგი რურუა აცხადებს, რომ მისი შეწყალებით, ხელისუფლებამ ჩადენილი დანაშაული გამოისყიდა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ და პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ეს ყველას საქმეა. ჩემი შეწყალებით თავისი დანაშაული გამოასწორე. მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული და უარი ვთქვი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ. სახლში მიმავალი დამიჭირეს, იარაღი არ ჩაუდიათ, მიმიყვანეს და მითხრეს იარაღი გიდევსო ჯიბეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საერთო, ეროვნული ამნისტია გამოცხადდეს“ – განუცხადა რურუამ მედიას.

შეგახსენებთ, რომ რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი რამდენიმე საათის უკან მოაწერა.     

მსგავსი თემები