ცნობილი მოსამართლე მაია ოშხარელი და მისი მეუღლე კორონავირუსმა იმსხვერპლა

მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია ოშხარელი „კოვიდ 19“-თ გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის კოლეგებმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დამძიმდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მაია ოშხარელის გარდაცვალებამდე კორონავირუსმა მისი მეუღლე შეიწირა.   

„მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს უცხადებს, ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს მაია ოშხარელის გარდაცვალების გამო.   

მსგავსი თემები