მკვლელობა აბასთუმანში – ერთმანეთს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

დაბა აბასთუმანში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

ადგილობრივების ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი თემები