ტახტისძირში ოკუპანტები ხნულებს ავლებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ამჯერად მათ ხნულების გავლება განაახლეს.

ბოლო წლების განმავლობაში ოკუპანტებმა ხნულების გავლება ტრადიციად აქციეს და ამას ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით ხსნიან. 

სამუშაოების განახლებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

მსგავსი თემები