დავით ზალკალიანი ზბიგნევ რაუს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველო-პოლონეთის წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ასპარეზზე, პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე „ღია კარის“ პოლიტიკის კონტექსტში. მინისტრმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

აღინიშნა, ეუთოში პოლონეთის მოახლოებული თავმჯდომარეობის როლი და იმედი გამოითქვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტულ საკითხებს შორის შენარჩუნდეს, საქართველოს ოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხი. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილული იქნა, თანამშრომლობის ყველა აქტუალური მიმართულება. ხაზი გაესვა, პოლონეთთან არსებული თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

მსგავსი თემები