„იმოქმედეთ, საქართველოს კეთილდღეობისთვის“ – ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

„მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და საქართველოს კეთილდღეობისთვის იმოქმედონ, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – ნათქვამია, სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიესალმებიან 19 აპრილს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას და სჯერათ, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში შეძლებს სრულად ფუნქციონირებას. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით, 19 აპრილს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას – საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს“, – წერია განცხადებაში.

აღნიშნულია ასევე,  რომ, ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, გაუწიოს მხარდაჭერა, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის გზით.

მსგავსი თემები