„ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში მან სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას.

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, განაცხადი 2024“, – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები