ამერიკის პრეზიდენტი სომეხთა გენოციდის, ოფიციალურად აღიარებას აპირებს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის მიერ, სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად, ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. ინფორმაციას „Reuters“-ი ავრცელებს.

„24 აპრილს ბაიდენი, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა გენოციდის გამოყენებას აპირებს“, – წერს „Reuters“-ი. „Reuters“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სიტყვა გენოციდს გამოიყენებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, თურქეთთან ორმხირვი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება, ბოლო წუთს გადაიფიქროს. ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ, როცა ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მან ოსმალეთის იმპერიის მიერ დახოცილი მილიონ ნახევარი სომეხი, კაცი, ბავშვი და ქალი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების მცდელობებს მხარს დაუჭერდა.

მსგავსი თემები