„ნაციონალები“ მელიას გათავისუფლებას უპირობოდ ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სასჯელაღსრულების რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოვიდნენ, სადაც ისინი ნიკანორ მელიას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

როგორც შეხვედრიდან გამოსულები აცხადებენ,  ნიკანორ მელიას პოზიცია უცვლელია. მისი გათავისუფლება ყოველგვარი პირობის თუ გირაოს გარეშე უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელიც მხარეებს შარლ მიშელმა შესთავაზა, „ნაციონალების“ ხელმოწერა არ ექნება.

მსგავსი თემები