ბანკზე თავდამსხმელ ნიკოლოზ წურწუმიას იარაღის ნაწილში ბრალდება მოუხსნეს

ნიკოლოზ წურწუმიას, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა,  ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოეხსნა. დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას იარაღი არ ჰქონია და ეს იყო მხოლოდ სათამაშო იარაღი.   

წურწუმიას, ამ ეტაპისთვის ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

„მისი ინტერესის ობიექტი არ ყოფილა არც ბანკი და არც შიგნით მყოფი პირები. ის, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში ეჭირა, არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლო პროცესი 18 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას ბრალდებული დისტანციურად მიიღებს“ – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

შეგახსენებთ, რომ  „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა 16 აპრილს მოხდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან მძევლად 7 ადამიანი აიყვანა, რომლების მოგვიანებით გაათავისუფლა.

მსგავსი თემები