7 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის 63 წლის მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გაითვალისწინა და 63 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ, გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა, პატიმრობა მიუსაჯა ყველაზე პატარა ასაკის, ვისზეც დაკავებულმა იძალადა 7 წლის ბავშვია.

მოძალადე მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა და გარყვნილ ქმედებას საკუთარ ავტოფარეხში ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ მისი დაკავება დღეს მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ.

ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.

სასჯელი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები