ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამერიკა წელიწადში 15 000-მდე ლტოლვილს მიიღებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 15 000-მდე ლტოლვილის მიღება და შეფარება შეძლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა, რადგანაც, მათი მოლოდინი და მოთხოვნა იყო, შტატებში ლტოლვილების მიღების ლიმიტი 60 000-მდე მაინც გაზრდილიყო.

როგორც „თეთრ სახლში“ განმარტავენ, პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს ისევ დაუბრუნდება და არ გამორიცხავენ ლიმიტის გაორმაგებას.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი პირობა ლტოლვილების ნაკადის მიღების გაზრდა იყო.

მსგავსი თემები