„ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ წაახალისა – კონგრესმენი „ისტორიულ დოკუმენტზე“ ხელმოწერის შესახებ

მმართველმა გუნდმა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი ოფიციალურად მოაწერა.

აღნიშნულს ევროპარლამენტარები და კონგრესმენები აფასებენ.  ერთ-ერთი კონგრესმენი ჯერი კონოლი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი სტაბილურ ხელისუფლებას იმსახურებს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, – აცხადებს კონგრესმენი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ  საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს წარუდგინა, თუმცა, მხარეებმა მას ხელი არ მოაწერეს.

მსგავსი თემები