ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგური სპექტაკლებიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, „რუსთაველის თეატრმა“ ყველა როლიდან  მოხსნა. თეატრის განმარტებით, ეს არის დროებითი ღონისძიება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად მსახიობი ზანგურიც ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს თეატრიდან გაგდებაზე უარესია.

შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან, ორსულობის პერიოდშიც კი ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემატურად ხდებოდა.

მსგავსი თემები