„ცივი ომის“ მდგომარეობაში ვართ, რომელიც შესაძლოა, „ცხელ ომში“ გადაიზარდოს“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ქვეყანაში მოვლენები. ფაქტობრივად, რაღაც „ცივი ომის“ მდგომარეობაში ვართ, პოლიტიკური „ცივი ომის“ მდგომარეობაში, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი შეცდომის ან რაღაც შემთხვევის წყალობით, შეიძლება, გადაიზარდოს „ცხელ ომში“ – ასე ხსნის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.  

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, ახლა საჭიროა მათი სწორ ადგილას ყოფნა და ეს სწორი ადგილი საკანონმდებლო ორგანოა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის წევრი გავხდებოდი და ექვსი თვე არ მოვხვდები იმ შენობაში. ახლაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ განვითარდება მოვლენები იმდენად არაპგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ, იმდენად აბსურდულია ის კრიზისი, რომელიც ჩვენ ხელოვნურად გვაქვს შექმნილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, „გირჩი“ არ ვართ პასუხისმგებელი ამ კრიზისზე. თუ ჩვენ პროცესი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავიარეთ და დავინახეთ, რომ ისინი გულწრფელები არიან ამ პოლიტიკური რეფორმის გატანის სურვილში, მაშინ უკვე მივხვდებით, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, როგორც საპარლამენტო პარტია და იმსახურებს, მართლა მის გვერდით დადგე და ლეგიტიმაცია მისცე იმ პარლამენტს, რომელშიც დღეს „ქართული ოცნება“ მარტო“ – აცხადებს მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები