პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა

კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა. „ბიბისი“ -ს ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა, რაც 1992 წლის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას, 2021 წელს კარგი მაჩვენებელი აქვს, თუმცა პანდემიის გამო, არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო, ისევ საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთი მსოფლიოში, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს მცირედით, მაგრამ გაიზარდა.

მსგავსი თემები