მორიგი თავდასხმა – „საქართველოს ბანკიდან“ 2 მძევალი გაათავისუფლეს

თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული მორიგი თავდასხმა მოხდა, აყვანილია მძევლები

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ამ წუთებში სპეცოპერაცია გრძელდება.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ორი მძევალი გაათავისუფლეს. ბანკის შენობაში რჩება კიდევ ერთი მძევალი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დილით შეიჭრა. მან თანხა მოითხოვა და აიყვანა მძევლები.

მსგავსი თემები