„გამაგდეთ და წავალ“ – რობერტ სტურუა თეატრიდან წასვლაზე

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მსახიობ ბესო ზანგურის საკითხთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თეატრიდან მხოლოდ მაშინ წავა, როცა მას გააგდებენ.    

„დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!“- აცხადებს სტურუა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუას მორიგი განცხადება ისევ მსახიობ ბესო ზანგურს ეხება, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზანგური მას ფეხმძიმობის პერიოდშიც სცემდა. რობერტ სტურუამ კი მსახიობ ზანგურს სოლიდარობა გამოუცხადა.

მსგავსი თემები