“რუსეთს შეუძლია 2008 წლის საქართველოს სცენარის გამეორების დაგეგმვა” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოსავლეთ უკრაინასთან რუსი სამხედროების მობილიზებას გმობენ და შეშფოთებას გამოთქვამენ.

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ვითარება სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილეს.

დონბასის საკითხზე ისაუბრებენ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები 16 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზეც.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ “რუსეთს შეუძლია 2008 წლის საქართველოს სცენარის გამეორების დაგეგმვა და პროვოკაციების გამოყენებით უკრაინული შეიარაღებული ძალების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დადანაშაულება.”

მსგავსი თემები