თბილისში ვაქცინები არ დარჩა, რეგიონებში კი მოთხოვნა დაბალია

„თბილისში, ორივე ვაქცინაზე ადგილები უკვე შევსებულია“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ და რეგიონის მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„თბილისში, ორივე ვაქცინაზე, რაც ქვეყანაში არსებობს, ადგილები შევსებულია, რეგიონებში კი დარჩენილია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისში უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. თუ გვინდა, გლობალურად პანდემია დავასრულოთ, მოსახლეობის 60-70% მაინც უნდა აიცრას, სხვანაირად, პანდემიას ვერ დავასრულებთ“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინის ახალ „პარტიას“ ელოდებიან, მთავარია არსებულის ათვისება მოხდეს.

„თუ სამიზმე ჯგუფის მოცვა არ მოხდა წლის ბოლომდე, პანდემიას გავახანგრძლივებთ“ – განუცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები