„მესამე ტალღის დრამატულ გავრცელებას არ უნდა ველოდეთ“ – თემურ მიქელაძე

„ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს არის ვაქცინაცია“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი თემურ მიქელაძე და მოსახლეობას აფრთხილებს.

„მესამე ტალღა ალბათ, უკვე დაწყებულია, თუმცა, ისეთი გავრცელება არ უნდა იყოს, როგორც ნოემბერ-დეკემბერში იყო. ამის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ ზაფხულის პერიოდი იწყება, დახურული სივრციდან ადამიანები გადადიან ღია სივრცეში.  მესამე ტალღის გავრცელებას დრამატულად არ უნდა ველოდოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის 100%-იანი. მთავარია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ასევე, დროულად უნდა ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც დღეს გვაქვს. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან ვაქცინის ახალ დოზებსაც მივიღებთ“ – განუცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, თუ გვინდა არ ჩავიკეტოთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია და ავიცრათ.      

მსგავსი თემები