„ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით“ – ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას პატიმრობაზე

„13 აპრილი ხელისუფლების მიერ უგუნურების გამოვლინების დღედ უნდა მივიჩნიოთ აწი.

არ გამკვირვებია ნიკას პატიმრობაში დატოვება,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

ოქრუაშვილი, მელიას პატიმრობას, ხელისუფების მხრიდან უგუნურ ნაბიჯად აფასებს:


„ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით, იგივე პროკურორებით და იგივე დირიჟორით.

და რა მერე? ერთ თვეში თვითონვე გაგვათავისუფლეს, 20 ივნისის საქმეზე ყველა დაკავებული. ნიკასაც მალე გამოუშვებენ,“ – წერს ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები