სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები