„მისი დაკავება არ იყო საჭირო“ – დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლე

ბიზნესმენი დავით კოდუას მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მას და მეუღლეს დაპირისპირება მოუვიდათ, თუმცა, ამის გამო დავით კოდუა არ უნდა დაეკავებინათ.

„დიახ, წუხელ მოხდა ოჯახში კონფლიქტი. ეს ძალადობა არ ყოფილა. უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი“ – განუცხადა  ნათია გედევანიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. საქმე მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება.

მსგავსი თემები