„გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს – უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!” – ალეკო ელისაშვილი

„გირჩის“ ტაქტიკა ცოტა უცნაურია – ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ერთმანეთს ალბათ, 50-ჯერ შეხვდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს.

ელისაშვილის აზრით, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე – არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეს, მოსამართლე აირჩიოს. ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც „ქართულ ოცნებას“. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა. დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “გირჩი” ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზების შემთხვვევაში აპრლამენტში შევლენ.

მსგავსი თემები