„მესამე ტალღა“ და  ბრიტანული შტაბის აქტიური გავრცელება დაიწყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევების 70% „ბრიტანული შტამია“.   

„საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დიახ, ქვეყანაში „მესამე ტალღა“ დაიწყო, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, ვითარება  მაქსიმალურად მართავდი იყოს, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა კლასტერი, რაც ამ ეტაპისთვის დაფიქსირდა, პირდაპირ უკავშირდება თავშეყრას სხვადასხვა მიზეზით. ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე თუ სხვა ღონისძიება. მხოლოდ კონტროლი და მათრახი არ უშველის საქმეს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე და განმარტავს, რომ შემთხვევების 70-%  ე.წ. ბრიტანული შტამია.  

მსგავსი თემები