კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

წნორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. წნორი-ტიბაანის-ჯუგაანის გზაზე ერთმანეთს “მერსედერსისა” და “ფორდის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები